სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, ჯარიმის სახით ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.
2017 წელს დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს.
საერთო სტატისტიკის 22%-ია წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521 ფაქტი და 16% ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817 ფაქტი.
გარემოსდაცვისითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი და თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის 1078 ფაქტი გამოავლინეს. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.